04 მაისი 2024,   21:40
ვრცლად
ავარია ლანჩხუთის რაიონში - ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ

ავარია მოხდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში - ერთმანეთს "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომანქანა და ამავე მარკის მიკროავტობუსი დაეჯახა.

სამარშრუტო ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. მასში დაახლოებით 22 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის არიან ბავშვებიც. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა. მგზავრთა ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. საჭირო გახდა რამდენიმე დაშავებულის სტაციონარში გადაყვანაც.

გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები