რჩებიან საკუთარ დღის წესრიგში, საუბრობენ მუდმივად აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე, თუმცა საკუთარ ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომელსაც აყენებენ, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას, რომლის შეფასებითაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და მის განსამუხტად ვადამდელი არჩევნებიუნდა ჩაინიშნოს.
ირაკლი კობახიძის თქმით, ერთადერთი ადგილი, სადაც უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია, ეს რადიკალური ოპოზიცია.
"რა თქმა უნდა, სრულიად არარელევანტურია ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. აბსოლუტურად წარუმატებლობისთვის არის განწირული ნებისმიერი მათ მიერ დაანონსებული აქცია. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. თუ არ ვცდები ასეთი სიტყვები იყო გამოყენებული: "უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი". ერთადერთი ადგილი, სადაც არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. შიგნით აქვთ მათ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც როგორც ჩანს დაძლევადი აღარ არის. საზოგადოება ხედავს ერთმანეთთან დაპირისპირებას, ყველამ იცის, რომ შიგნით არის ფლანგები: სააკაშვილი, მელია და ა.შ. ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთს ერჩიან და ეს გარეთაც არის უკვე გამოტანილი და უფრო მეტიც, მათი მხარდამჭერებიც კი უკვე ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული. ეს არის შიდა დაპირისპირებები, ეს არის საერთო სისუსტე, რომელსაც ისინი ავლენენ. მათ ჰქონდათ არაერთი მცდელობა, აერიათ ქვეყანაში ვითარება, ყველა ეს მცდელობა ჩავარდა და ესეც განაპირობებს, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებას მათი პარტიის რიგებში.
პირდაპირ საჯაროდ "ფეისბუკზე" აგინებენ ერთმანეთს და ერთმანეთის მხარდამჭერები აგინებენ ერთმანეთს. ამ პარტიის მხარდამჭერები, წარმომადგენლები აგინებენ „ფეისბუქით“ ერთმანეთს, აკრიტიკებენ საკუთარი პარტიის ხელმძღვანელობას და ა.შ. ესაა აბსოლუტურად ღია წყაროები. სოციალურ მედიას დააკვირდით და ნახავთ, თუ რამდენად მასშტაბურია დაპირისპირება რადიკალური ოპოზიციის შიგნით, კერძოდ "ნაცმოძრაობის" შიგნით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.