04 მაისი 2024,   23:44
ვრცლად
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა არმიამ უკრაინაში 47-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა - ვითარება ფრონტის ხაზზე

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დატოვა. მისია დასრულებულია, მაგრამ მონიტორინგის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა. ცნობილია, რომ ორგანიზაციის ორი ექსპერტი სადგურის ტერიტორიაზე ინსპექტირების მიზნით დარჩა. მათ უნდა უზრუნველყონ ბირთვული მასალის გაუვრცელებლობა და ობიექტის უსაფრთხოება. მისიის დასრულების ამსახველ კადრებს უკრანული მედია, "რია ნოვოსტზე" დაყრდნობით ავრცელებს.

კადრებში, რომელსაც უკრანული მედია ავრცელებს, ჩანს, რომ ოკუპირებულ ლისიჩანსკსა და სევეროდნეცკში მძიმე მდგომარეობაა. მოსახლების რიგი საკვებზე დაუსრულებელია. ჰუმანიტარული პრობლემების პარალელურად, სამხედრო მოქმედებები გრძელდება ოკუპირებული ოლქების სხვადასხვა ქალაქებში. დღეს დაიბომბა ბახმუტი, უცნობია ინფორმაცია დაშავებულთა და მსხვერპლის შესახებ.

მძიმე არტილერიით რუსულმა ჯარმა ქალაქ მიკოლაევს შეუტია. დაზიანებულია სკოლა და 10-მდე საცხოვრებელი სახლი და კორპუსი. ღამით, 40 რაკეტა ესროლეს სუმის ოლქს. ოკუპანტებმა ავიაიერიშები მიიტანეს ხარკივის ოლქის რამდენიმე სოფელზე, დაშავებულია 2 ადამიანი. განადგურდა 16 სახლი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში ამბობენ, რომ ხერსონში რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება უფრო მეტად შეზღუდეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილებს მდინარე დნეპრის გადაკვეთა კატეგორიულად ეკრძალებათ.

ტრადიციული ვიდეომიმართვა გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დროშა და თავისუფალი ცხოვრება ყირიმს უნდა დაუბრუნდეს. პრეზიდენტი დარწუნებულია, რომ მტრისგან უკრანელი ხალხის გათავისუფლებას შეძლებს.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა არმიამ უკრაინაში 47-ზე მეტი საჰაერო დარტყმა, სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განახორციელა.

 

დღის ამბები