15 ნოემბერი 2024,   09:03
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება - რა მოსაზრებები აქვთ მხარეებს

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. ფარული მოსმენა-მიყურადების კანონთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის შენიშვნები დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს. პრეზიდენტის შეფასებით, მმართველი გუნდის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს აუარესებს. სალომე ზურაბიშვილი კანონმდებლებს მოქმედი კანონის უცვლელი სახით დატოვებას სთავაზობს.

ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებები რეალურად აუარესებს სიტუაციას ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით და მათი თქმით, ამ მიმართულებით კანონის უფრო მეტად შეზღუდვა უნდა მომხდარიყო.

ამ პოზიციას კი არ იზიარებენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და ამბობენ, რომ მათ არ მოუსმენიათ არც ერთი საფუძვლიანი არგუმენტი, რომელიც უარს ათქმევინებდათ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე.

პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად "ქართულ ოცნებას" დღევანდელი მდგომარეობით მხოლოდ საკუთარი ხმები აქვს, ხელისუფლების ოპონენტები კი მმართველი გუნდის დახმარებას არ აპირებენ. 

დღის ამბები