31 აგვისტო 2026,   22:42
ვრცლად
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ევრობასკეტზე რიგით მეოთხე შეხვედრას გამართავს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ევრობასკეტზე რიგით მეოთხე შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი "თბილისი არენაზე" 21 საათზე ბულგარეთს დაუპირისპირდება.

დიდი ალბათობით ვერ ითამაშებს გოგა ბითაძე, რომელმაც ბელგიასთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო.

საქართველოს ნაკრები ამ დროისთვის "ა" ჯგუფში 4 ქულით მეხუთე ადგილზეა, შესაბამისად მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ჩვენმა გუნდმა ორი გამარჯვება უნდა მოიპოვოს. საქართველო-ბულგარეთის გარდა დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართება, თურქეთი ბელგიას დაუპირისპირდება, ესპანეთი კი მონტენეგროს დამარცხებას შეეცდება.

დღის ამბები