15 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
"ბატონ კობახიძეზე ლაპარაკობს შეუმდგარი ადამიანიო, ვინ? ხაბეიშვილი, რომელიც შემდგარი მასხარაა, წლის ნომინაცია მგონი ისევ დარჩება ჯიგარს" - ირაკლი ზარქუა

საშემოდგომო სესია გაიხსნა - პარლამენტმა მუშაობა ურთიერთბრალდებების რეჟიმში განაახლა. სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. პირველივე გამომსვლელმა ახსენა სპორტი და მისი პოლიტიკასთან კავშირი.

სპორტი იყო ის საკითხი, რომელზეც პარლამენტში თითქმის ყველა დეპუტატმა დღეს ყურადღება გაამახვილა და  ერთმანეთის მიმართ კრიტიკა და ურთიერთბრალდებები ამ მიმართულებითაც ისმოდა.

"წყალბურთი, ფეხბურთი და კალათბურთი რომ ვერ გაურჩევია, ის კაცი გვასწავლიდა სპორტსმენების სიყვარულს. მესმის შეუმდგარი კაცია, თავისი პრობლემები ეყოფა, გავრილოვი ჩამოიყვანა," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ ხაბეიშვილის განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ "წლის შემდგარი მასხარის ნომინაცია" კვლავ მას დარჩება.

"წლიდან წლამდე არის ლიდერი ამ ნომინაციაში და იცით თქვენ, რომ საკრებულოში ყოფნისას წლის მასხარა გახდა და ისევ აგრძელებს ამ თემას. ახლა თქვა ბატონ კობახიძეზე არშეუმდგარი ადამიანიო. ვინ თქვა ეს, წარმოიდგინეთ. ადამიანზე, რომელმაც გერმანიაში მიიღო განათლება, ხარისხი დაიცვა და ერთ-ერთი ევროპული კონსტიტუციის შემოქმედია და ლაპარაკობს არშეუმდგარი ადამიანიო. ვინ? ხაბეიშვილი, რომელიც შემდგარი მასხარაა, წლის ნომინაცია მე მგონი ისევ დარჩება ჯიგარს," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები