პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა - ამ მიზეზით, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს ლევან ვარშალომიძეს, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას პარლამენტმა მხარი 78 ხმით დაუჭირა, 7 კი წინააღმდეგი იყო.
როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში 26 პლენარული სხდომა ჩატარდა და ვარშალომიძემ 26-ვე გააცდინა. მისივე განმარტებით, ფრაქციას არ წარმოუდგენია რამე ცნობა, რომლის საფუძველზეც ვარშალომიძის გაცდენები შეიძლება საპატიოდ ჩათვლილიყო.
საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვარშალომიძე არც ერთ სხდომას არ დასწრებია და "პარლამენტში ნამყოფიც არ არის", ანაზღაურების სახით 56 000 ლარი მიიღო და ის პარლამენტისთვის უკან არ დაუბრუნებია.