15 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
რა გზავნილები მიიღო ქართულმა დელეგაციამ ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში - ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. რამდენიმე საათის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ორი ევროკომისარი: ჟოზეფ ბორელი და ოლივერ ვარჰეი, ქვეყნისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან თემას განიხილავდნენ. 

რიგით მეშვიდე სხდომას საქართველოსთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანას ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი აქვს გაკეთებული. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან გამართა. საქართველოს პრემიერმა პირისპირ შეხვედრისას იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან აღებული ვალდებულების შესრულების შედეგად, ქვეყანა წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღესვე პირისპირ შეხვედრა გამართა ჟოზეფ ბორელთანაც.

დღის ამბები