31 აგვისტო 2026,   09:20
ვრცლად
თბილისის მუნიციპალიტეტს ახალი სპეცტექნიკა შეემატა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფისა“ და „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ახალი სპეცტექნიკის პრეზენტაცია გამართა. როგორც მან პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იმისთვის, რომ თბილისი ევროპის დედაქალაქებს შორის ტურისტული თვალსაზრისით ლიდერი იყოს, მუნიციპალიტეტი არაერთ პროექტს ახორციელებს.

„თბილისს, როგორც ულამაზეს და უძველეს დედაქალაქს სჭირდება მოვლა- პატრონობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თბილისი იყო ყოველთვის ლიდერი ევროპულ ქალაქებს შორის ტურისტული მიმართულებების თვალსაზრისით. ამისთვის საჭიროა, რომ ინფრასტრუქტურა ქალაქში იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული და გამართული. თქვენ ხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება დედაქალაქში სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა გამზირზე იმისთვის, რომ ეს ქალაქი იყოს კიდევ უფრო კომფორტული. კიდევ უფრო თავისუფლად იყოს შესაძლებელი გადაადგილება. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სადაც ჩვენ უმნიშვნელოვანესი რეფორმა წამოვიწყეთ და დღეს მე ნამდვiლად მეამაყება, როგორც ქალაქის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები, მიკროავტობუსები მთლიანად განვაახლეთ და არცერთი ყვითელი დანგრეული, გაუბედურებული ავტობუსი და მიკროავტობუსი არ გადაადგილდება, რომელიც ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა
ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, გამონაბოლქვის თვალსაზრისით და ასევე კომფორტულობის მხრივ. დღეს, თბილისს ჰყავს სრულიად განახლებული, ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსები და რა თქმა უნდა, ეს რეფორმა გაგრძელდება.

ასევე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი გახლავთ გამწვანება ქალაქის, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და დღესაც გრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით. რაც შეიძლება მეტი სკვერი და პარკი უნდა ჰქონდეს თბილისს იმისთვის, რომ იყოს ევროპაში ყველაზე მწვანე ქალაქი, სადაც აქ მცხოვრებ ადამიანებს თუ ჩამოსულ სტუმრებს ექნებათ სრულფასოვანი
დასვენების, განტვირთვის შესაძლებლობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დღის ამბები