05 მაისი 2024,   03:52
ვრცლად
სატვირთო, ნარჩენების შემგროვებელი და ქუჩების დასუფთავებისთვის განკუთვნილი მანქანები - "თბილსერვის ჯგუფს" 74 ერთეული სპეცტექნიკა დაემატა

"თბილსერვის ჯგუფს" 74 ერთეული სპეცტექნიკა დაემატა - პროექტის პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა ისაუბრა. სატვირთო, ნარჩენების შემგროვებელი და ქუჩების დასუფთავებისთვის განკუთვნილი მანქანები დედაქალაქს დღეიდან მოემსახურება. პროექტის ფარგლებში შეძენილი ტექნიკის ჯამური ღირებულება 9 710 440 ევროს შეადგენს.

კალაძის განმარტებით, 74 ერთეული განახლებული სპეცტექნიკა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

პროექტი EBRD-ის მხარდაჭერით ხორციელდება. "თბილსერვის ჯგუფში" განმარტავენ, რომ პროექტი ერთჯერადი არ არის და შესაბამისი ტექნიკა ყოველწლიურად ახლდება.

სიახლეა თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისთვისაც. მიწისქვეშა მილსადენებისა და სანიაღვრე არხების შიდა ზედაპირს სპეციალური რობოტი შესაბამისი კომპლექტით შეამოწმებს. მისი გადაადგილება შესაძლებელი გზის დაზიანების გარეშე იქნება.

განახლებული სპეცტექნიკა დედაქალაქს ხვალიდან მოემსახურება.

დღის ამბები