15 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
"შეიმჩნიეთ ფემიციდი, შეიმჩნიეთ ძალადობა ქალების წინააღმდეგ, ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტი" - ქალი დეპუტატები ფემიციდის წინააღმდეგ

ქალმა დეპუტატებმა ფემიციდის, როგორც ერთ-ერთი გამოწვევის შესახებ დღეს პარლამენტში ისაუბრეს.  პარლამენტში "შეიმჩნიეთ ფემიციდი, შეიმჩნიეთ ძალადობა ქალების წინააღმდეგ" - განაცხადეს ბრიფინგზე ქალმა დეპუტატებმა  და მამაკაც პოლიტიკოსებს, ასევე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდეს, აქტუალური პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტად გამოაცხადონ. ბრიფინგი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გამართეს.

"შეიმჩნიეთ ფემიციდი, შეიმჩნიეთ ძალადობა ქალების წინააღმდეგ. ეს უნდ იყოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტი. გენდერული საბჭო აქტიურად მუშაობს 12 რეკომენდაციიდან ამ ნაწილის შესასრულებლად და ჩვენ ყველანი ჩართული ვართ ამ პროცესში, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ გენდერული საბჭოს და შსს საკითხი.

პრობლემის მოგვარება იწყება პრობლემის აღიარებით, დღეს ჩვენ ვართ ვითარებაში, როდესაც პრობლემა აღიარებული არ არის, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ამ საკითხს დუმილით ხვდებიან," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა. 

დღის ამბები