15 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
ნინო ლომჯარია არის ბევრად უფრო პოლიტიზებული, ვიდრე ბევრი პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტია - ირაკლი კობახიძე

სახალხო დამცველის არჩევის წესს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს. კენჭისყრა ოთხ საათზე დაინიშნა. ამ დრომდე უცნობია ექნება თუ არა ინიციატივას ოპოზიციის მხარდაჭერა მეორე მოსმენაზე. მსჯელობა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. განმარტებები გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, მათ შორის ისაუბრა იმაზე თუ როგორ აპირებს ცხრა კაციანი ჯგუფის დაკომპლექტებას, რომელიც მესამე სექტორით შეივსება და რომელიც ომბუდსმენის კანდიდატებს წარადგენს. სწორედ ამ პროცედურაზე და სპიკერის ერთპიროვნული გადაწყვეტილების უფლებაზე მიანიშნა მოქმედმა სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენის არჩევის ახალ წესზე კრიტიკული განცხადება გაავრცელა. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ლომჯარიას განცხადებები ცხადყოფს, რომ იგი ბევრ საპარლამენტო პარტიაზე უფრო პოლიტიზებულია.

"გუშინ გამოჩნდა ამ განცხადებით, რომ ნინო ლომჯარია არის ბევრად უფრო პოლიტიზებული, ვიდრე ბევრი პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიაც კი. ეს არის დღესავით ნათელი, ამის მიზეზი რაც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის.

რაც შეეხება თვითონ კრიტიკას - ძალიან მარტივად არის საქმე. ჩვენ უპრეცენდენტო პროცედურას ვთავაზობთ ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს, რამდენიმე ფაზად იყოფა ეს პროცედურა. რაც შეეხება შეფასებას, მთლიანად არასამთავრობო სექტორზეა მინდობილი, ხოლო კანდიდატების დასახელება მთლიანად ოპოზიციაზეა მინდობილი. ამის იქით სად უნდა წავიდეთ არ ვიცი, მაშინ უნდა წავიდეთ პარლამენტიდან და დავუთმოთ ამათ ხელისუფლება. 

თავიდან ბოლომდე პროცედურის 80% ჩავაბარეთ არასამთავრობო სექტორს და ოპოზიციას, აქაც რომ ცდილობ რაღაც კრიტიკის საბაბი მოძებნო, ეს მეტყველებს პოლიტიზებაზე. ნინო ლომჯარია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბევრ პარტიაზე უფრო მეტად პოლიტიზებულია," - განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები