15 ნოემბერი 2024,   08:59
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები, საერთო სასამართლოების კანონში შეტანილ ცვლილებებზე საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ

საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები, საერთო სასამართლოების კანონში შეტანილ ცვლილებებზე საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ. დეპუტატებისა და სამართლის ექსპერტების მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სადავო ცვლილებები, "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატის მიერ გასული წლის დეკემბერში იყო ინიცირებული.

სარჩელის ავტორების შეფასებით, "ცვლილებები არღვევს მოსამართლეთა კონსტიტუციურ უფლებებს და ზღუდავს ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიებს".

ხოლო "ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ყოველი ცვლილებით, კანონმდებლობის უფრო მეტად სრულყოფა ხდება. 

 

დღის ამბები