პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო განცხადებას კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა "ტვიტერზე" ეხმაურება:
"სამარცხვინო განცხადება! ისეთივე უგუნური როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია! როდემდე უნდა ახდენდეთ აშშ-ის დისკრედიტაციას და ინტერესების შელახვას, თქვენი უმეცრებით?! ჩვენ ხომ ერთად ერთი ერთგული და სანდო პარტნიორი ვართ აშშ-ს და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში! გონს მოდით!" - წერს გოგა ხაინდრავა "ტვიტერზე".