დიდი ბრიტანეთის გარდაცვალებას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ელისაბედ მეორემ ისტორიაში უნიკალური როლი დაიკავა:
"მისმა უდიდებულესობამ დედოფალმა ელისაბედ II-მ იცხოვრა თავისი ხალხის, მისი ერისა და თანამეგობრობისადმი ერთგულებით.
ის იყო დემოკრატიისა და ღირსების ღირებულებებისადმი მიზანდასახულობისა და თავდადების მოდელი, რომელმაც ისტორიაში უნიკალური ადგილი დაიმსახურა. ჩემი ფიქრები და ლოცვები არის სამეფო ოჯახთან," - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის სამძიმრის განცხადებაში.