15 ნოემბერი 2024,   09:04
ვრცლად
"რასაც ერთხელ დაუჭირე მხარი, თუ იქ არაფერი შეცვლილა რა რატო არ უჭერ მეორეჯერ?!" - იოსელიანისთვის ოპოზიციის გადაწყვეტილება სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით გაუგებარია

სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მსგავსად ოპოზიციის ცვლილებების დაუსაბუთებელი და არგუმენტს მოკლებულია იმ ოპოზიციური პარტიებისთვისაც, რომლებმაც მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს ინციატივას. 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრისთვის გაუგებარი აღმოჩნდა მეორე მოსმენაზე ოპოზიციის პოზიცია, როდესაც პირველ და მეორე მოსმენის რედაქციას შორის სხვაობა ფაქტობრივად არ იყო. ლევან იოსელიანი ამბობს იმასაც, რომ შესაძლოა ოპოზიცია ეძებდა მიზეზს, რომ მხარი არ დაეჭირათ კანონპროექტისთვის. 

"პირველი მოსმენის რედაქციასა და მეორე მოსმენის რედაქციას შორის არსებითი სხვაობა არის, იქ სულ რამდენიმე სიტყვა არის შეცვლილი. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია რა არის მათი პოზიციის ცვლილების მიზეზი. მგონია, რომ რაღაც მიზეზს ეძებდნენ და ეს მიზეზი იყო, ახლა, შალვა პაპუაშვილის გამოსვლა ვიღაცას მოსწონს ვიღაცას არ მოსწონს, რა კავშირშია იმასთან რასაც ერთხელ დაუჭირე მხარი, თუ იქ არაფერი შეცვლილა რა რატო არ უჭერ მეორეჯერ, ეს ჩემთვისაც გაუგებარია. მთავრია არის, რომ ეს ცვლილებები არავის არ უკრძალავს, მოახდინოს კანდიდატის დასახელება. ყველა კანდიდატი მოვა პარლამენტში და შესაძლებლობა ექნებათ, რომ დეპუტატების მხარდაჭერა მოიპოვონ,"-აცხადებს ლევან იოსელიანი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ჰერმან საბო კი აცხადებს, რომ მმართველი ძალისთვის ხელზე დასახვევი საკითხი არ უნდა გაეხადათ ეს კანონპროექტი. 

"მე არ მესმის, რატომ შეცვალა ოპოზიციამ შეხედულება სახალხო დამცველის მიღების წესის ცვლილებაზე და ამ ცვლილებას არც რაიმე სიკეთე მოაქვს და არც არაფერს აზიანებს. აქედან გამომდინარე ლოგიკური იქნებოდა, რომ "ქართული ოცნებისთვის" არ მიგვეცა ის არგუმენტი, რომ აგერ ისეთ ტექნიკურ ცვლილებაზეც, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს სახალხო დამცველის არჩევის პროცესში, ამაშიც კი არ მეთანამშრომლება ოპოზიციაო, აი ამ არგუმენტს რატო ვჩუქნით მე არ მესმის. ამ არგუმენტის არ ჩუქების მიზნით გუშინ მხარი დავუჭირე მეორე მოსმენით,"-აცახდებს ჰერმან საბო.

ინფორმაციისთვის: სახალხო დამცველის შერჩევის წესზე დღეს პარლამენტში მესამე მოსმენა გამართა. პარლამენტმა ინიციატივას კენჭი უნდა უყაროს. მანამდე კი გაკეთდა განმარტებები, რატომ შეცვალეს ოპოზიციურმა პარტიებმა პოზიცია მეორე მოსმენის დროს, როდესაც პირველისგან განსხვავებით, მათ მხარი უკვე აღარ დაუჭირეს ცვლილებებს.

სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესს მოქმედი ომბუდსმენიც აკრიტიკებს.

დღის ამბები