საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსხვილი ავსტრიული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიის, Gebrüder Weiss-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. ისაუბრეს საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და კომპანიის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებზე.
ხაზი გაესვა ლოგისტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით საქართველოს პოტენციალს და ამ სფეროში უცხოელი ინვესტორების მზარდ ინტერესს.
აღინიშნა, რომ ბიზნესისთვის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი გარემოს პროგნოზირებადობაა და ამ მხრივ, საქართველო საიმედო და სტაბილური ბიზნესპარტნიორია. მსხვილი ავსტრიული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია, ინვესტიციას მსოფლიოს 35 ქვეყანაში ახორციელებს.