07 მაისი 2024,   20:31
ვრცლად
ბალაკლეაში უკრაინის სახელმწიფო დროშა ოფიციალურად აღიმართა, გაგრძელება იქნება - ხარკივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი

უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად ახალ დასახლებებს ათავისუფლებენ რუსული ძალებისგან. ერთდროულად ხერსონში, დონეცკსა და ხარკოვის ოლქებში კონტრეშეტევა წარმატებით მიმდინარეობს. უკრაინის არმია აკონტროლებს სვატოვოს და კუპიანსკს, უკრაინული დროშა ფრიალებს ქალაქ ბალაკლიაშიც. ასევე უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან ქალაქ იზიუმშიც.

"ხარკოვის ოლქის ქალაქი ბალაკლეაში, უკრაინის სახელმწიფო დროშა ოფიციალურად აღიმართა. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს! გაგრძელება იქნება," - აცხადებს ხარკივის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი

გენერალ-პოლკოვნიკი, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი ოლექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ ბალაკლია არის პირველი დიდი ქალაქი, რომელიც შეტევითი ოპერაციის შედეგად დაიბრუნეს. როგორც ის ამბობს, ოპერაცია გრძელდება და წინ კიდევ ბევრი სხვა ტერიტორიაა:

"დღეს დავასრულებთ ბალაკლიას გათავისუფლებას. ეს არის პირველი დიდი ქალაქი, რომელიც დავიბრუნეთ ჩვენი შეტევითი ოპერაციის შედეგად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ბოლო ქალაქი რომელიც გავათავისუფლეთ. ჩვენ წინ გვაქვს კუპიანსკი, რომელიც ნახევრად უკვე დაიკავეს ჩვენმა სამხედროებმა. წინ კიდევ ბევრი სხვა ტერიტორიაა. დღეს ოფიციალურად დავასრულებთ გაწმენდით ოპერაციას და აღვმართეთ ჩვენი ეროვნული დროშა, - განაცხადა ოლექსანდრ სირსკიმ.

დღის ამბები