მთავრობის წევრები და საპარლამენტო უმრავლესობა კაჭრეთში შეიკრიბა. მმართველი გუნდი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს განიხილავს. მათ შორის ევროკომისიის 12 რეკომენდაციას.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კომუნიკაცია ყველაზე კარგი საშუალებაა სხვადასხვა პრობლემის გადაწყვეტის გზაზე, რაც შემდეგ მოსახლეობაზეც აისახება.
"ბევრი ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე, კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციაზე მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის. მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო საუბარი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. საბოლოო ჯამში ყველას ერთად მიგვაჩნია, რომ უფრო ხშირი შეხვედრები მთავრობასა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის ჩვენი გაკეთებული საქმეების და ასე ვთქვათ შრომის ნაყოფიერებას ნამდვილად ზრდის. კომუნიკაცია არის ის ყველაზე კარგი საშუალება, რაც იმ უამრავი პრობლემის გადაწყვეტის გზებზე კიდევ უფრო კარგად ჩამოგვაყალიბებს ხოლმე, რაც შემდგომ მოსახლეობაზე აისახება," - განაცხადა მდინარაძემ.