მუზეუმის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე. მისი დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყანაში გაიხსნება სამხედრო მუზეუმი, სადაც საქართველოს სამხედრო ისტორიის მნიშვნელოვანი მასალები გამოიფინება.
იდეის ინიციატორების შეფასებით, ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის თემით დაინტერესებას. დღესვე კომიტეტზე მოუსმენენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს.