07 სექტემბერი 2026,   14:15
ვრცლად
ბელგრადში მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნუგზარ წურწუმიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ პირველი მედალი მოიპოვა. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ ვერცხლის მედალი აიღო.

25 წლის ქართველი სპორტსმენი ფინალში აზერბაიჯანელ აზიზლისთან დამარცხდა, ფინალამდე წურწუმიამ არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი, უზბეკი და ყაზახი სპორტსმენები დაამარცხა.

დღის ამბები