15 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
"ქვეყანა, რომლის ნაწილიც ოკუპირებულია - მაღალი რისკის ქვეშ არის უსაფრთხოების კუთხით" - "ქართული ოცნება" "ხალხის ძალის" განცხადებაზე

მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობაც. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ომისკენ საჯარო მოწოდებები ისმის, თუმცა ვინ დგას ამის უკან მათ ამ თემაზე სიღრმეებში შესვლა არ სურთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მას არ სურს ყოფილი თანაგუნდელების განცხადებების კომენტირება და დეტალებში შესვლა.

"მას შემდეგ რაც ჩვენმა კოლეგებმა დატოვეს პარტია და ფრაქცია, მე თავიდანვე ვამბობდი რომ მათი განცხადებების კომენტირებას არ ვახდენ, ვინაიდან არ მინდა შევიდე რაიმე დეტალებში და შინაარსობრივ განხილვებში. ზოგადად, რაც შეეხება უსაფრთხოების გარემოს, ჩვენ, რა თქმა უნდა, რაც დაიწყო რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ის რომ უსაფრთხოების გარემო არის განსაკუთრებით სავსე რისკებით სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ, უკვე რამდენიმე თვეა და ვხედავთ პირიქით ჩვენი ოპონენტების მხრიდან ამ საკითხის გაუბრალოებას. ახლაც, ბოლო პერიოდში ვხედავთ თითქოს რისკები შემცირებულია საქართველოს მიმართ. პირიქით, ზოგადად ქვეყანა, რომლის ნაწილიც ოკუპირებულია - მაღალი რისკის ქვეშ არის უსაფრთხოების კუთხით.

სწორედ ამიტომაც, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ აი ამ ძალიან სახიფათო პერიოდში, როგორც მსოფლიოსთვის, ისე რეგიონისთვის, ჩვენთვის რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათო პერიოდში, გავიაროთ ეს პერიოდი დაფიქრებულად," - ამბობს პაპუაშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, შეიძლება საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებობდენ ძალები, რომლებსაც საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღება სურთ.

"საქართველოშიც და საქართველოს საზღვრებს გარეთაც შეიძლება არსებობდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც აქვთ სურვილი საქარველოში მეორე ფრონტი გაჩაღდეს. რაც შეეხება, ვინ შეიძლება ამის უკან იდგნენ, ამაზე საჯაროდ ნამდვილად ვერ ვისაუბრებ გარდა ერთი გამონაკლისისა, როდესაც ქართველი პოლიტიკოსების ერთი ნაწილი, ან კონკრეტული უკრაინელი პოლიტიკოსები, რომლებიც ღიად საუბრობენ, რომ საქართველო ჩართული უნდა იყოს საომარ მოქმედებებში, აქ შემიძლია ღიად ვისაუბრო, სხვა შემთხვევაში ვერ მივცემ თავს უფლებას. ზოგადად, ასეთი ტენდენცია და მანკიერი იდეა,  სამწუხაროდ, არსებობს და დადასტურებულია, კონკრეტულად ამის უკან მდგომი სუბიექტების შესახებ ვერ ვისაუბრებ," - აცხადებს სარჯველაძე.

დღის ამბები