15 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
ვაშაძეს ვურჩევ მოვიდეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში და წარმოადგინოს მისი დაინიცირებული საკითხი, იქ გამოჩნდება, ვინ არის პროგრესული მიდგომის მომხრე და ვინ არა - ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკურად გაცვდა. მისივე თქმით, ოპონენტებს სიტყვათა მარაგიც აღარ ყოფნით, რომ კონკრეტულ საქმეზე შესაბამისი კომენტარი გააკეთონ. 

"გაცვდნენ, პოლიტიკურად მათ სიტყვათა მარაგი აღარ აქვთ, რომ განსხვავებული შეფასება მისცენ სხვადასხვა საკითხებს. საკითხი შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებას, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, სოციალურ საკითხებზე თუ სხვა რამეზე, ერთი და იგივე ტექსტს იყენებენ. ბატონ ვაშაძეს ვთავაზობ, რომ მათი დაინიცირებული კანონპროექტების განხილვა დავიწყოთ იურიდიულ  საკითხთა კომიტეტზე. ხომ წუხან ხოლმე, რომ კანონპროექტებთან დაკავშირებით სურთ განხილვა. მათ დააინიცირეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებსა, რომელიც ჩვენ შევცვალეთ, რომ დაგვებრუნებინა ძველი რედაქცია. ამიტომ ბატონ ვაშაძეს ვურჩევ მოვიდეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში და წარმოადგინოს მისი დაინიცირებული საკითხი. აი, იქ გამოჩნდება ვინ არის პროგრესული მიდგომის მომხრე და ვინ აინიცირებს რეგრესთან დაკავშირებულ საკითხებს,"-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალურ ბრძანებულებას გამოსცემს ომბუდსმენის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით. დღესვე შალვა პაპუაშვილთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც პოლიტიკური ჯგუფები დაესწრებიან. შეხვედრაზე არ აპირებს მისვლას "სტრატეგია აღმაშენებელი", რომლის პოზიციაც უცვლელია.

პარტია კოლეგებს მოუწოდებს არ მიიღონ მონაწილეობა პროცესში, რადგან, მათი განმარტებით, მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული ვერსია ღია და გამჭვირვალე პროცესს არ გულისხმობს. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს მალევე უპასუხეს, როგორც ოპოზიციაში ისე, მმართველ გუნდში.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ახლა ოპოზიციის ოპოზიციონერობა ნამდვილად არ არის საჭირო. განცხადება გააკეთა შალვა პაპუაშვილმაც. სპიკერის თქმით, "რეფორმების ჯგუფის" ხელმძღვანელს," სადავეები გაექცა და პასუხისმგებლობას ვეღარ იღებს ჯგუფის წევრებზე, რომლებიც ყველა ზღვარს არიან გაცდენილები".

დღის ამბები