პრემიერ-მინისტრი გერმანიაში უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდება. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დღეს დაიწყო. ის ამ წუთებში გერმანიის პრეზიდენტს ხვდება, ერთ საათში კი აუდიენცია დაიწყება გერმანიის კანცლერთან. ოლაფ შოლცი და ირაკლი ღარიბაშვილი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.
ბერლინში პრემიერთან ერთად იმყოფებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.