15 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
მივმართავთ ყველას, ვინც კანდიდატობის თემაზე ფიქრობს, იაქტიურონ, კანდიდატებმა მიმართონ იმ კომისიას, რომლის შექმნასაც აპირებს ხელისუფლება - უსუფაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით პარტიის პოზიცია უცვლელია. ასევე, დავით უსუფაშვილმა მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა ყველას, ვინც კანდიდატობის საკითხზე ფიქრობს. 

"სახალხო დამცველთან დაკავშირებით "ლელოს" პოზიცია არის უცვლელი. ჩვენ კვლავ ველით არასამთავრობო ორგანიზაციების, კვალიფიციური ადამიანების, ავტორიტეტული და სანდო ადამიანების რეკომენდაციებს და მათ მიერ რეკომენდებული კანდიდატებისგან  შევარჩევთ საუკეთესოს და მათ დავუჭერთ მხარს პარლამენტში. მივმართავთ ყველას, ვინც კანდიდატობის თემაზე ფიქრობს, მივმართავთ სამოქალაქო საზოგადოებას, იაქტიურონ, კანდიდატებმა მიმართონ იმ კომისიას, რომლის შექმნასაც აპირებს ხელისუფლება,"-აცხადებს უსუფაშვილი. 

ამასთან, პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში. 

"მე, პირადად, ვიღებ მონაწილეობას ამ შეხვედრაში. განიხილება ტექნიკური საკითხები და ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში. ერთია, რა ეწერება ფურცელზე პროცედურები და შეძლება კიდეც კარგად გაიწეროს, მაგრამ მთავარია, ამის აღსრულება როგორ მოხდება,"-აცხადებს ანა ბუჩუკური.

დღის ამბები