15 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
საქართველო იყო პირველი, რომელმაც გამოსცადა ასეთი ომი 2008 წელს, მას შემდეგ რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას - ირაკლი ღარიბაშვილმა ბერლინში რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რუსულ აგრესიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, საქართველომ უფრო ადრე, 2008 წელს გამოსცადა და მას შემდეგ, რუსეთი კვლავ აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ და განმარტა, რომ შესაძლებლობების ფარგლებში ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რათა მათ მიმართ მხარდაჭერა კიდევ გაგრძელდეს: 

"ჩვენ ვიმყოფებით საკმაოდ რთულ ვითარებაში, რთული დრო გვაქვს დღეს არამხოლოდ რეგიონში, არამედ მთელს ევროპაში, ვინაიდან რუსეთის აგრესიისა და ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ, უკრაინაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. საქართველო იყო პირველი, რომელმაც გამოსცადა ასეთი ომი 2008 წელს, მას შემდეგ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი 20% ოკუპირებულია. რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, მას შემდეგ ჩვენ გვიწევს ძალიან ბევრი პროვოკაციების თავიდან აცილება და პროცესის მართვა, რომელიც ბორდერიზაციას უკავშირდება. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ უკრაინას, ვართ სოლიდარულები მათ მიმართ, გავაგზავნეთ 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი, მხარი დავუჭირეთ ძალიან ბევრ რეზოლუციას და მხარდამჭერ განცხადებას უკრაინის მიმართ და ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

დღის ამბები