15 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, ქვეყნის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს მხარი ერთხმად დაუჭირეს

კომიტეტებში, 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვა დაიწყო. თემაზე დღეს საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე იმსჯელეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი ქვეყნის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს.

დეპუტატებს კანონპროექტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ წარუდგინა. ცნობილია, რომ ახალ პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მაკროეკონომიკური მაჩვენებლის თვალსაზრისით, ასევე მცირდება სამთავრობო ვალი.

"ჩვენ 7 თვის კუთხით გვაქვს 3.1 მილიარდი დოლარის ოდენობით ექსპორტი განხორციელებული. 36%-ით არის გაზრდილი ექსპორტის მაჩვენებელი. ტურიზმი 1.6 მილიარდი დოლარია და აქაც სამჯერ არის გაზრდილი გასულ წელთან მიმართებაში. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გვაქვს 2-ჯერ გაზრდილი გასულ წელთან მიმართებაში და ასევე, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვებიც გაზრდილია 21%-ით. ჯამში, ჩვენ გვაქვს 7 თვეში 10.3% ეკონომიკური ზრდა, რამაც მოგვცა საშუალება, რომ გაგვეზარდა წლიური პროგნოზიც. 6%-ის ნაცვლად, თქვენს წინაშე წარმოდგენილია 8.5%-ის ოდენობით ეკონომიკური ზრდა,“ - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საპარლამენტო მდივანი გიორგი კაკაურიძე.

მოხსენების შემდეგ, საკომიტეტო მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კითხვები იყო ინფლაციასა და იმ ეკონომიკურ პარამეტრებზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს. 

"პანდემიის შემდგომ ნათელი იყო, რომ მიწოდების ჯაჭვების მოშლამ, რაც გამოიწვია პანდემიამ, გაზარდა ინფლაციური მაჩვენებლები მთელ მსოფლიოში. გასულ წელს იყო საკმაოდ მაღალი საშუალო მაჩვენებელი, დაახლოებით 12%-ს გასცდა, რაც ვფიქრობ რომ საკმაოდ მაღალია. მითუმეტეს, რომ ჩვენი მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3%. არავის პროგნოზში არ იდო რუსეთის მხრიდან აგრესია, რამაც გამოიწვია აბსოლუტურად განსხვავებული პროცესები საბაზრო ეკონომიკებში. მოლოდინი არის, რომ წელს ინფლაცია ჩამოვა წლის ბოლოსთვის 9%-მდე, გააგრძელებს კლებას მომდევნო წლის განმავლობაში და მომდევნო წლის მეორე ნახევარში უკვე დაუბრუნდება იმ 3%-იან მაჩვენებელს, რაც გვაქვს," - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

დღის ამბები