27 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
"ივერი მელაშვილი გვეუბნებოდა, რომ ჩიჩხიტურის კოშკის ერთი კუთხე არის აზერბაიჯანის მხარეს"-დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარი ახალ დეტალებზე საუბრობს

საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმის განხილვა გრძელდება - პროცესი ბრალდების მოწმეთა დაკითხვით გრძელდება.

საქმის პროკურორების კითხვებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარი გიორგი ჭიღლაძემ უპასუხა. ჭიღლაძემ ბრალდებულ ივერი მელაშვილთან საუბარი გაიხსენა. მისივე თქმით, როგორც მას მელაშვილმა უთხრა ჩიჩხიტურის ერთი მხარე აზერბაიჯანს ეკუთვნოდა. 

"ისინი ეტაპობრივად ცდილობდნენ შემოსვლას და ჩვენ რეაგირებას უყურებდნენ, ჩვენ რა რეაგირება გვექნებოდა, რომ ხედავდნენ, ჩვენგან ძალიან მკაცრი რეაგირება იყო უკან იხევდნენ ხოლმე. ისე პერიოდულად ცდილობდნენ შემოსვლას. მერე მესაზღვრეები აკონტროლებდნენ, იყო პერიოდი თვითონ ჩვენი მესაზღვრეებიც გვიკრძალავდნენ შესვლას. ბატონი ივერი გვეუბნებოდა, რომ ჩიჩხიტურის კოშკის ერთი კუთხე არის აზერბაიჯანის მხარეს. იყო პრეზიდენტის განცხადებები, რომ დავუთმოთ ეს ტერიტორიები, მახსოვს სადღაც აეროპორტში იყო, როცა თქვა, სტრატეგიული სიმაღლეები გადავცეთ აზერბაიჯანს და მონასტერი ჩვენს მხარეს დარჩესო. ეს იმდენად აბსურდია, ალბათ არ იცოდა რაზე საუბრობდა, თორე ეს არ უნა ეთქვა, სტრატეგიული სიმაღლეების აქეთ არის ეს მონასტერი,"-განაცხადა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარი გიორგი ჭიღლაძე.

დღის ამბები