15 ნოემბერი 2024,   09:00
ვრცლად
პრემიერის საქმიანობას 28% კარგად აფასებს, 35% ცუდად, პრეზიდენტის საქმიანობას ცუდ შეფასებას აძლევს 40%, კარგს 12% - NDI კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას, 40% ცუდად აფასებს, პარლამენტისას 41 %, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრისას 35%.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით შემდეგი ინსტიტუტების საქმიანობას, გამოკითხულთა 43% აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 40 % ცუდად, 12% კარგად, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის, 5%-მა.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, გამოკითხულთა 35 % ცუდად აფასებს, 33% საშუალოდ, 28% კარგად, ხოლო 4% არ აქვს კითხვაზე პასუხი.

პარლამენტის საქმიანობას 45% საშუალოდ აფასებს, 41 % ცუდად, 9 % კარგად, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 4%-მა.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა.

NDI-ის მონაცმებით, აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან – 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

დღის ამბები