15 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
აკეთებს თუ არა საკმარისს საქართველოს მთავრობა და პარლამენტი უკრაინის დასახმარებლად - NDI-ს კვლევის შედეგები

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოებრივი აზრის კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის/პარლამენტის საპასუხო ქმედებებზე თუ დაფიქრდებით, თქვენი აზრი, საქართველოს მთავრობა/პარლამენტი:

მეტს უნდა აკეთებდეს უკრაინის მხარდასაჭერად

მთავრობა - 32 %

პარლამენტი - 33 %

საკმარისს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად

მთავრობა - 53 %

პარლამენტი -51 %

ანგარიში 14 ივლისიდან–15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება. გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

დღის ამბები