15 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
რატომ უნდა ჩატარდეს 70%-ში არჩევნები ელექტრონულად და 30%-ში სხვანაირად, სწორედ 30%-იანი მარჟა სჭირდებათ არჩევნებში სასურველი ციფრის დასაწერად- ნაცვლიშვილი

ელექტრონულად არჩევნების ჩატარების წესზე ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ ახალი წესი ყველა უბანზე უნდა დაინერგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ უბნების ნაწილი, სადაც ხმებს ძველი სტანდარტით დაითვლიან, გაყალბების შესაძლებლობას იძლევა.

"თუ საარჩევნო გარემო არ იქნება სამართლიანი, ტექნოლოგიებით ჩატარდება ის თუ ტექნოლოგიების გარეშე, პრობლემა დარჩება. სამართლიანად ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში, ტექნოლოგიებს ექნება დამატებითი ეფექტი, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარია და ვერანაირი არგუმენტი ვერ წარმოადგინა კობახიძემ, რატომ უნდა ჩატარდეს 70%-ში ასე და 30%-ში სხვანაირად. ამით მან, თავისდაუნებურად, გაამხილა ის, რომ სწორედ 30%-იანი მარჟა სჭირდებათ იმ ციფრის დასაწერად, რომელსაც იწერენ ხოლმე არჩევნებში," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი. 

აღნიშნული პოზიციის გამო ოპონენტებს აკრიტიკებს სახელისუფლებო გუნდი, მათი განცხადებით, ოპოზიცია პროცესის დაზიანებას მიზანმიმართულად ცდილობს.

დღის ამბები