15 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
ყველას გსმენიათ ე.წ. კარუსელების შესახებ, ეს მთლიანად ავტომატიზებული იქნება და უტყუარად დადასტურდება ამომრჩევლის მონაწილეობა არჩევნებში - გიორგი შარაბიძე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის", თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე ნაწილობრივ იზიარებს პარტიის პოზიციას და აცხადებს, რომ სწორედ ამიტომ ითხოვდნენ მომხდარიყო ელექტრონული არჩევნების 100%-ანი დაფარვა.

"ყოველთვის, როდესაც არსებობს რაღაც სივრცე იმისა, რომ თუნდაც ამომრჩეველს და ყველა ცალკეულ ჩართულ მხარეს ჰქონდეს გარკვეული ეჭვი, გარკვეული სკეფსისი, იყოს ნაკლები ნდომა. ბუნებრივია, ეს ნებისმიერს  საარჩევნო პროცესზე ახდენს ზეგავლენას. ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შევძლოთ სრულად დაფარვა მთელი ქვეყნის მაშტაბით, რომ ასეთი კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს. მოტოვებული სივრცე, პროცენტული წილი რაღაცისა, ყოველთვის არის ხელისუფლების სასარგებლოდ. მნიშვნელოვანია, ამ საზოგადოებისთვის მისი პოლიტიკური ცხოვრებისთვის იყოს სრულად დაფარული,"- აცხადებს გიორგი სიორიძე.

რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას, იგი აცხადებს, რომ იმ უბნებზე, სადაც არ ჩატარდება ელექტრონულად არჩევნები, ბიულეტენები გაციფრულდება. გიორგი შარაბიძე იმასაც ამბობს, რომ ვერავითარი ფაქტორი ელექტრონულ არჩევნებზე ვერ იმოქმედებს.

"მნიშვნელოვანია, რომ კენჭისყრის პროცესის ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - ეს გახლავთ, ერთის მხრივ ამომრჩეველთა რეგისტრაცია, ხოლო მეორე მხრივ, ხმის მიცემა, დათვლა და შეჯამება, ხდება  მთლიანად ავტომატიზებული. ყველას გსმენიათ ე.წ. კარუსელების შესახებ, ეს მთლიანად ავტომატიზებული იქნება და უტყუარად დადასტურდება ამომრჩევლის მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, ხმის მიცემა და დათვლა შედეგების იქნება ავტომატიზებული. არავითარი და ვერავითარი ადამიანი, ფაქტორი, ამაზე ვერ იმოქმედებს.

რაც შეეხება იმ უბნებს სადაც არ იქნება ასეთი ტიპის მთვლელი და ვერიფიკაციის მანქანები, არის შემოთავაზებული, რომ იქ არსებული ბიულეტენები გაციფრულდეს და ისიც იყოს ხელმისაწვდომი საჯარო სივრცეში,"-აცხადებს გიორგი შარაბიძე.

დღის ამბები