04 მაისი 2024,   19:56
ვრცლად
ბათუმი-თბილისის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები" თბილისში გაგრძელდება

ბათუმი-თბილისის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები" თბილისში გაგრძელდება. ფესტივალის საკონცერტო საღამოები 17 და 18 სექტემბერს თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

"ღამის სერენადები", რომლის დამფუძნებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი კი გიორგი ისაკაძე წელს საიუბილეო, 40 წლის იუბილეს აღნიშნავს. კონცერტი ეძღვნება იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს.

"ღამის სერენადები" თბილისურ კონცერტებში მონაწილეობას კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები მიიღებენ.

დღის ამბები