15 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
გიგა ბოკერიას თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ ოცნებას მიბაძა და გუშინ სრულიად მიუღებელი ადამიანები, დღეს სახედ აქცია

 

“ნაციონალურ მოძრაობაში”ისეთი ადამიანები გახდნენ სახე ამ კოგლომერატის, მაგალითად გუბაზ სანიკიძე, რომელიც იყო განსახიერება ყველაფერი იმისა, რაც ვარდების რევოლუციას და მის რეფორმებს უპირისპირდება, ასევე თაკო ჩარკვიანი ,- ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

მისი თქმით, კლიმატს, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, პოლიტიკური პარტიების ნაწილმა მიბაძა, თუმცა მათ შორის ყველაზე მკაფიოდ ეს ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა. 

“იმ კლიმატს, რაც ივანიშვილმა შექმნა _ ყველაფერი მოსულა: იმის ყიდვა, ამის წამოყვანა, იმისი გადაყვანა, გუშინ სრულიად მიუღებელი ადამიანის მიღება, ისე რომ არც ხსნი ამას, პოლიტიკური პარტიების ნაწილმა მიბაძა. ყველაზე მკაფიოდ, ეს “ნაციონალურ მოძრაობაში” იყო, ასეთი ადამიანები გახდნენ სახე ამ კოგლომერატის. მაგალითად გუბაზ სანიკიძე, ის ხომ იყო განსახიერება ყველაფერი იმისა, რაც ვარდების რევოლუციას და მის რეფორმებს უპირისპირდება. ასევე თაკო ჩარკვიანი და ბევრია ასეთი” _ აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები