15 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
10 წლის წინ ვიკითხე, არც "ოცნება" იყო და არც დეპუტატების "ოთხეული", იყო "ნაცების" სისასტიკე და ტერორი - გოგა ხაინდრავა ერთ-ერთი ტელეეთერიდან ამონარიდს ავრცელებს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს მიმართავს.

Twitter-ის საკუთარ გვერდზე ხაინდრავა ავრცელებს 10 წლის წინანდელი ტელეგამოსვლიდან ფრაგმენტს, რომელშიც საუბრობს საქართველოში "ცეკას მდივნად" მოვლენილ აშშ-ის ელჩზე, ჯონ ბასზე.

გოგა ხაინდრავა ითხოვდა, ელჩს განემარტა ამერიკული დემოკრატიის ენაზე, რას ნიშნავდა სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელშიც სააკაშვილის გვარი პირდაპირაა ნახსენები, როგორც სახელმწიფო დანაშაულის მფარველის.

"სახელმწიფო მანქანა ჩვენს თვალწინ და ამერიკის ელჩის თვალწინ ჭყლეტდა ადამიანებს და ის ჩუმად იყო“, - აცხადებს ხაინდრავა, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, ათი წლის წინანდელ ტელეგამოსვლაში.

"10 წლის წინ ვიკითხე. არც "ქართული ოცნება" იყო და არც დეპუტატების "ოთხეული". იყო "ნაცების" ტერორი, სისასტიკე, სამარცხვინოდ წაგებული ომი და აშშ-ის საელჩოს დუმილი. ესეც რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა იყო თუ - დემოკრატია? თქვენ რას ფიქრობთ, ქალბატონო ელჩო? ჯონ ბასმა არ მიპასუხა," - წერს ხაინდრავა Twitter-ის საკუთარ გვერდზე და ათი წლის წინანდელი ტელეგადაცემიდან ფრაგმენტს ავრცელებს.

დღის ამბები