30 აპრილი 2024,   13:05
ვრცლად
ჩოხატაურში "ქართული ოცნების" საოლქო ორგანიზაციის შენობაზე პარტიის ბანერი ჩამოხიეს

ჩოხატაურში, "ქართული ოცნების" საოლქო ორგანიზაციის შენობაზე პარტიის ბანერი ჩამოხიეს. შემთხვევა ღამის საათებში მოხდა. 

პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კუჭავამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციას უკვე მიმართა. როგორც კუჭავა აცხადებს, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ბანერი "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დააზიანა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბანერი ჩოხატაურის საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” დიმიტრი კორუფაძემ ჩამოხია. მან აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქზეც განათავსა, მაგრამ მალევე წაშალა. 

კოროფაძე სახლში არ იმყოფება. ის არც სატელეფონო ზარებს პასუხობს. 
ინციდენტის ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ. 

დღის ამბები