უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად, "ლუკოილის" უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა და ბირჟაზე საწვავის რეალიზაცია სრულად შეაჩერა.
The Moscow Times-ის ცნობით, 2 ივლისის დაბომბვის გამო, დაზიანდა მთავარი დანადგარი, რამაც რუსეთში ბენზინის მწარმოებელი სიდიდით მე-2 საწარმოს სიმძლავრის 53% მწყობრიდან გამოიყვანა.