22 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი წარმატებული თამაში - სერია A-ს მეშვიდე ტურის შეხვედრაში "ნაპოლიმ" "მილანი" დაამარცხა

ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი წარმატებული თამაში. სერია A-ს მეშვიდე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ნაპოლიმ" სტუმრად იტალიის მოქმედი ჩემპიონი "მილანი" დაამარცხა. ანგარიში ნეაპოლიტანელებმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნეს, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა მოიპოვა. სერჟინიო დესტმა კვარაცხელია საჯარიმოში წააქცია, პენალტი კი ზუსტად პოლიტანომ შეასრულა.

"მილანმა" ანგარიში 69-ე წუთზე ჟირუს აქტიურობის შედეგად გაათანაბრა. 78-ე წუთზე "ნაპოლის" არგენტინელმა ლეგიონერმა სიმეონემ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. შვიდი ტურის შემდეგ "სერია ას" 17-ი ქულით "ნაპოლი" ლიდერობს, მეორე-მესამე ადგილებს კი "ატალანტა" და "უდინეზე" ინაწილებენ.

დღის ამბები