19 აპრილი 2024,   09:27
ვრცლად
ესპანეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ესპანეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ევრობასკეტის ფინალში, რომელიც ბერლინში გაიმართა ესპანეთმა საფრანგეთის ეროვნული გუნდი 88-76 დაამარცხა და პრესტიჟული ტიტული ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო ხუანჩო ერნანგომესი, რომელმაც საკუთარ გუნდს 27 ქულა და 5 მოხსნა შესძინა. ევრობასკეტის საუკეთესო მოთამაშედ კი ესპანეთის ნაკრების ლიდერი ვილი ერნანგომესი დასახელდა. ფინალის დასრულებისთანავე დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

დღის ამბები