სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დაზვერვის სამსახურს პროფესიულ დღეს ულოცავს.
"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით, დაზვერვის სამსახურის მთელ პირად შემადგენლობას გილოცავთ პროფესიულ დღეს!
მინდა, გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო დაზვერვის სამსახურის თითოეული თანამშრომლისადმი ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული თავდადებული შრომის, გამოჩენილი მაღალი პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმისთვის.
გულითადად გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და პროფესიულ წარმატებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
გრიგოლ ლილუაშვილი,"- ნათქვამია განცხადებაში.