15 ნოემბერი 2024,   09:01
ვრცლად
საქართველო და თურქეთი დიდი ხნის პარტნიორები და კარგი მეზობლები ვართ და მტკიცედ ვიკისრეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების ვალდებულება - ირაკლი ღარიბაშვილი

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველო და თურქეთი დიდი ხნის პარტნიორები და კარგი მეზობლები არიან და მათ მტკიცედ იკისრეს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების ვალდებულება.

"თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შევხვდი. განვიხილეთ ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი დღის წესრიგის საკითხები. საქართველო და თურქეთი დიდი ხნის პარტნიორები და კარგი მეზობლები ვართ, რომლებმაც მტკიცედ ვიკისრეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების ვალდებულება,"-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

დღის ამბები