15 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
პრემიერმა სამიტზე ხაზგასმით ისაუბრა  განათლების უაღრესად დიდ მნიშვნელობაზე ქვეყნის და საზოგადოების განვითარებისთვის - მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა თავის მოხსენებაში ხაზგასმით ისაუბრა განათლების უაღრესად დიდ მნიშვნელობაზე ქვეყნის და საზოგადოების განვითარებისთვის.

მისი თქმით, პრემიერმა დეტალურად ისაუბრა 800 ახალი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის გრანდიოზული პროექტის შესახებ, რომელშიც 1 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

"გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე განათლების ტრანსფორმირების სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან თავის მოხსენებაში ხაზგასმით ისაუბრა განათლების უაღრესად დიდ მნიშვნელობაზე ქვეყნის და საზოგადოების განვითარებისთვის. მან მონაწილეებს დეტალურად მოუყვა 800 ახალი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის გრანდიოზული პროექტის შესახებ, რომელშიც, როგორც მოგეხსენებათ, დაიხარჯება 1 მილიარდი ლარი, რაც ნათელი დასტურია იმისა, რომ განათლებაზე ზრუნვა არის ჩვენი მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტი," - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

დღის ამბები