გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კოლეგებს შეხვდა. საბერძნეთის, სერბეთის, სინგაპურისა და სოლომონის კუნძულების საგარეო უწყების პირველ პირებთან საუბარი საერთაშორისო ფორმატებში არსებულ თანამშრომლობასა და ორმხრივ ურთიერთობებში არსებული თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე შედგა.
ყურადღება გამახვილდა ვაჭრობაზე, ეკონომიკასა და ტურიზმზე. მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ.