19 აპრილი 2024,   07:49
ვრცლად
რა ხდება ქუთაისში "საქართველოს ბანკის" ფილიალის ტერიტორიაზე

"საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალი, რომელიც გუშინ მთელი დღის განმავლობაში მოვლენათა ეპიცენტრი იყო - დაკეტილია, აქ სამუშაო პროცესი არ განახლებულა. შენობის ფანჯარა, საიდანაც გუშინ მძარცველს და სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელს შორის კომუნიკაცია შედგა გაბზარულია, თუ რა ვითარებაში მოხდა მისი დაზიანება ამ ეტაპზე უცნობია.

ამ მომენტისთვის შენობა სრულად დალუქულია, საგამოძიებო მოქმედებები კი დასრულებული. შიდა პერიმეტრიდან ყველა ის ნივთმტკიცება რომელიც გუშინ "კურიერის" კამერამ დააფიქსირა ამოღებულია. ასევე, შენობის უკანა პერიმეტრზე არსებული 2 კამერიდან ერთ-ერთი კამერა დაზიანებულია, ხოლო მეორეს მიმართულება აქვს შეცვლილი. 

როგორც მოგეხსენებათ, თავდამსხმელის ვინაობა უკვე ცნობილია, ის არის 37 წლის გრიგოლ, იგივე გიგა ნარსია, რომელიც გუშინ სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს და ბრალს სავარაუდოდ დღის ბოლომდე წარუდგენენ.

დღის ამბები