პარტია ლელო მიიჩნევს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს. პარტიის განცხადებით, შედეგად დღის წესრიგში რუსეთის მოქალაქეებისთვის მკაცრი და მოკლევადიანი სავიზო რეჟიმის დაწესება დადგება.
სალომე სამადაშვილის განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის ბევრი მოქალაქე ეცდება ქვეყნის დატოვებას.
"საქართველო დღეს რჩება ყველაზე მარტივ ქვეყნად, სადაც რუსებს შეუძლიათ შემოსვლა. უნდა შემოვიდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის მკაცრი სავიზო რეჟიმი,"- აცხადებს სამადაშვილი.
უმრავლესობის წევრების თქმით მთავრობა რისკების პრევენციაზე ისედაც მუშაობს, მსგავსი ინიციატივები კი პოპულისტურია.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პოპულისტური ნაბიჯები არაგონივრულია.
"თუ ვინმეს ოკუპაციის კანონი აქვს დარღვეული იქნება ეს რუსეთის მოქალაქე თუ სხვა უნდა მოხდეს მკაცრი ადმინისტრირება,"- აცხადებს ოხანაშვილი.