01 მაისი 2024,   05:49
ვრცლად
"სიკვდილი დიქტატორს" - ირანი მასობრივმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა- ირანელი ქალები დემონსტრაციულად ჰიჯაბებს წვავენ

"სიკვდილი დიქტატორს" - ირანი მასობრივმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა. არეულობას ამ დროისთვის უკვე 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს , როგორ ანადგურებენ და ხსნიან დემონსტრანტები ქვეყნის უზენაესი ლიდერის აიათოლა ხომეინის პლაკატებს მუნიციპალიტეტის შენობიდან. საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და ხელკეტები გამოიყენა.

ვრცელდება ინფორმაცია, 500-მდე დაშავებულის შესახებ. ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამინის სიკვდილს გამოიძიებს, საპროტესტო აქციების მოწყობაში კი გარე ძალებს ადანაშაულებს. ხელისუფლების ვერსიით, უცხოეთში მცხოვრები ოპოზიცია ამინის სიკვდილს საზოგადოებრივი არეულობის გამოწვევისთვის იყენებს.გამოსვლები ქვეყანაში ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დაპატიმრებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოყვა.

მაჰსა ამინი თეირანში 13 სექტემბერს მორალის პოლიციამ დააპატიმრა და სასიკვდილოდ სცემა. დაკავებიდან რამდენიმე საათში, ამინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ, ქვეყნის დიდი ნაწილი, მათ შორის დედაქალაქი დემონსტრაციებმა მოიცვა. ირანელმა ქალებმა ჰიჯაბები დაწვეს.

დღის ამბები