01 მაისი 2024,   06:22
ვრცლად
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - რა რაოდენობის ვაქცინა შემოვიდა საქართველოში და როდიდან დაიწყება ქვეყანაში გრიპის გავრცელება

საქართველოში ვაქცინაციის მორიგი ეტაპი დაიწყო. უკვე შერჩეულია 35 სამიზნე ჯგუფი, რომელიც სეზონური ვირუსის საწინააღმდეგო აცრას უფასოდ გაიკეთებს. მათ შორის არიან ორსულები, C ჰეპატიტისა და დიაბეტის პროგრამაში ჩართული მოქალაქეები. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას უფასოდ გაიკეთებენ სამხედრო მოსამსახურეები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც.

ქვეყანაში საფრანგეთიდან უკვე შემოვიდა ვაქცინის 200 ათასი დოზა. სპეციალისტები მოსახლეობას სეზონურ ვირუსზე აცრისკენ მოუწოდებენ, რადგან ამ ეტაპზე უცნობია, თუ გრიპის რომელი ქვე-ტიპი გავრცელდება საქართველოში. სეზონური ვირუსის გააქტიურებას კი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ელოდებიან.

სახელმწიფო პროგრამის პარალელურად, კომერციული ვაქცინაც უკვე შემოტანილია ქვეყანაში. "ევექსის" კლინიკათა ქსელი ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც იმუნიზაცია ორივე პროგრამით მიმდინარეობს. კლინიკა ხვალიდან ყველა კატეგორიის მოქალაქის მიღებას შეძლებს.

სეზონური გრიპის გავრცელება ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება. დაავდების ცირკულაციის ხანგრძლივობას განაპირობებს, თუ გრიპის რომელი ქვე-ტიპი გახდება დომინანტი.

დღის ამბები