15 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
გია ცაგარეიშვილის თქმით, ოპოზიციის კრიტიკაზე ხელისუფლების პასუხია გაასმაგებული მუშაობა ევროინტეგრაციის მიზნის მისაღწევად

"ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში იმ სამუშაოს შესახებ ისაუბრა, რომელსაც ხელისუფლება ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ახორციელებს.

მმართველი გუნდის წარმომადგენლის თქმით, ოპოზიციის მხრიდან წამოსულ კრიტიკაზე, ხელისუფლების პასუხი არის გაასმაგებული მუშაობა ევროინტეგრაციის მიზნის მისაღწევად.

"ჩვენი პასუხი არის გაათმაგებული და გაასმაგებული მუშაობა ჯგუფებში, მომავალში ეს ყველაფერი გადაინაცვლებს საპარლამენტო კომიტეტებში. რამდენიმე კანონპროექტის ინიცირება უკვე მოხდა. 12 რეკომენდაციიდან მე-9 რეკომენდაცია ფაქტობრივად უკვე შესრულებულია. ეს არის სტრასბურგის გადაწყვეტილებების სრული გააზრება და გაზიარება ქართული მართლმსაჯულების მიერ, ჩვენი კანონმდებლობის დაახლოება ამ მიმართულებით. კანონპროექტი უკვე განხილული და კენჭნაყარია. მომავალი კვირიდან სესიაზე დაიწყება განხილვა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამკაცრებაზე," - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა. 

დღის ამბები