15 ნოემბერი 2024,   12:55
ვრცლად
ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან - შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი იგნასიო კასისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

"გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

მთავარი განსახილველი საკითხების ჩამონათვალი მოიცავდა: ჩვენს ბრწყინვალე ორმხრივ ურთიერთობებს და რეგიონალურ საკითხებს, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომს, ევროპის უსაფრთხოებას, ენერგეტიკულ კრიზისს და შვეიცარიის მანდატს საქართველოსა და რუსეთს შორის დამცველი ძალის რანგში," - წერს  იგნასიო კასისი.

დღის ამბები