15 ნოემბერი 2024,   13:04
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მათი განვითარების პერსპექტივებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ვანგ იმ საქართველოსა და ჩინეთის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. აღინიშნა ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა - ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია.

შეხვედრისას ჩინეთმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. თავის მხრივ ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა ჩინელ დიპლომატს პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები